Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | უნიკალური აღმოჩენა ისრაელში, რომელიც წმინდა მიწაზე ქართველების გავლენას ადასტურებს
ambebi.ge
24 November 2017, 14:20
ქალაქ აშდოდში ზღვის სანაპიროსთან, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, V საუკუნის მონასტრის მოზაიკა აღმოჩნდა, რომლის აშენება ქართული ქორონიკონით თარიღდება - ამ უნიკალური აღმოჩენის შესახებ საზოგადოებას პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ "ფეისბუქის" გვერდიდან ამცნო და დასძინა, რომ ეს წმიდა მიწაზე ძლიერი ქართული კოლონიის არსებობის კიდევ ერთი დასტურია და რომ ქართველები არა მარტო იერუსალიმში, არამედ მთელ ტერიტორიაზე ყველაზე გავლენიანი თემი იყო.

აღმოჩენის შესახებ სასაუბროდ AMBEBI.GE ლაშა ჟვანიას დაუკავშირდა.

"ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით, წმინდა მიწაზე უამრავი არქეოლოგიური, ჯერ კიდევ აღმოუჩენელი კულტურული ძეგლია, რომელზეც ეტაპობრივად მეცნიერები მუშაობენ. სამი-ოთხი წელი არ გავა, რომ რაიმე /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); ახალი არ აღმოჩნდეს. განსაკუთრებით მდიდარია ბიზანტიის პერიოდი, ადრე ქრისტიანული ხანა. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მთელი რიგი არქეოლოგიური გათხრებია ჩატარებული, მაგრამ ისრაელის ჩრდილოეთით, აშდოტის მიმართულებით, აქამდე თითქმის არაფერი ყოფილა...



ამიტომ ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია ასევე იმითაც, რომ როდესაც 20 წლის წინ, იერუსალიმში ამა თუ იმ ტაძარზე მოზაიკა იპოვეს, მეცნიერები თარიღს ვერ ადგენდნენ. პირველი, ლეა ბისეგი (იერუსალიმის პროფესორი) იყო, რომელმაც ქართული ქორონიკონი მიუყენა, რითაც ყველაფერი ნათელი გახდა. ამასთან ისიც, რომ ისრაელში ქართული კოლონია, ქართული თემი იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ ტაძრის აშენებისას (ქართველებს სულაც არ აეშენებინათ), ქართულ ქორონიკონს იყენებდნენ, რომელიც უნიკალურია და მხოლოდ ქართული ეკლესიის წიაღში არის.

- აშდოტში აღმოჩენილი ახალი წარწერა, როგორც ჩანს, კარგად არის შენახული.
- დიახ და უნიკალურია იმით, რომ ქართული ქორონიკონით არის დათარიღებული და V საუკუნეს განეკუთნება. ვიმეორებ, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ იმ დროს, იქ ქართველები ძლიერად იყვნენ წარმოდგენილები... ისტორიულად დადასტურებული ფაქტია ისიც, რომ პეტრე იბერი მაიუმის (ახლანდელი ღაზა) ეპისკოპოსი გახლდათ და როგორც იერუსალიმში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, ახლანდელ ღაზას სექტორში ეკლესია-მონასტრებს აშენებდა. აშდოთი 70 კილომეტრით არის იერუსალიმიდან დაშორებული და პეტრე იბერის ადგილსამყოფელი 40-50 კილომეტრშია. ამიტომ, თუ არ ხარ გავლენიანი და ძლიერი თემი, შეუძლებელია ქართული ქორონიკონით თარიღდებოდეს ესა თუ ის ბიზანტიური ძეგლი. ასე რომ, ქართული თემი იყო, არა მხოლოდ იერუსალიმში, არამედ ხმელთაშუაზღვის სანაპიროზეც.

- კვლევები დასრულდა?
- არქეოლოგები ჯერ კიდევ მუშაობენ. იქ შეიძლება კიდევ ბევრი რამ აღმოჩნდეს, რომ ის ძეგლი მთლიანად ქართველების აშენებული იყოს. არ არის გამორიცხული, რომ პირველ სართულზე ეკლესიაც აღმოჩნდეს. მოკლედ, ამ ყველაფერს ხანგრძლივი მუშაობა და კვლევა სჭირდება.
სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მაგრამ გათხრამ უკვე დიდი რეზონანსი მიიღო და დიდ პოზიტივსაც უნდა ველოდეთ.

ეს აღმოჩენა ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველოში ისრაელიდან ბევრი ხალხი ჩამოვა, ჩვენ მიმართ მეტი ინტერესი გაჩნდება. განსაკუთღებულ ინტერესს კულტურული ტურიზმით დაინეტრესებულებისთვისაც გააჩენს.



- ქართველი მეცნიერების ჩართვა ხომ არ არის ამ საქმეში აუცილებელი?
- ჩემი ახლო მეგობარია ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტის თავჯდომარე ისარელ ხასონი, რომელსაც უკვე ვესაუბრე და საქმის კურსში ჩავაყენე, ასევე ველაპარაკე პროფესორ თამარ მგალობლიშვილს, რომელსაც დიდი წვლილ აქვს ქართველების წმინდა მიწაზე ყოფნისა და მოღვაწეობის კვლევის საქმეში და ალბათ საჭირო გახდება (რაც შეიძლება მალე) ისრაელში ქართველი მეცნიერთა ჯგუფის გამგზავრება, რომ იმ ყველაფრის კონსერვაცია ჩვენ გარეშე არ მოხდეს...

- იქნებ ისრაელში ნაპოვნი ქართული კვალის სხვა ფაქტები გავიხსენოთ.
- იერუსალიმიდან (ძველი ქალაქიდან) დაახლოებით 2-3 კილომეტრში მეცნიერებმა, 2003 წელს, გათხრებისას ბიზანტიური მონასტრის კვალს მიაგნეს და ზუსტად მოზაიკის ქვეშ ქართული მონასტერი აღმოჩნდა. კრიპტში 9 საფლავი იყო და ერთ-ერთი საპატიო საფლავი V საუკუნის ქართული წარწერით ასე იყო წარმოდგენილი: "ესე საფლავი იოჰანე ფურტაველი ეპისკოპოსისა". "ფურტა" ძველ არამეულად ჭა-ს ნიშნავს. ფურტავი ადგილი უნდა ყოფილიყო, რომელიც არც საქართველოშია ცნობილი, არც - წმინდა მიწაზე... ფაქტი ის არის, რომ ეპისკოპოსი იყო ქართველი და წმინდა მიწას მიბარებული.

ეს ახალი აღმოჩენა, ახლო აღმოსავლეთში ქართველების მოღვაწეობის ძლიერი დამადასტურებელი იყოს. ამ ფაქტით ისრაელელი მეცნიერებიც, რომლებიც გათხრებზე მუშაობენ, აღფრთოვანებულები არიან, კერძოდ, ისრაელის უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის პროფესორი, აღტაცებით საუბრობს ქართველების იმ გავლენაზე, რაც მათ წმინდა მიწაზე ჰქონდათ. ეს ყველაფერი ასევე განსაკუთრებულია აშდოტელი ქართველი ებრაელებისთვის, რომლებიც იქ უხვად არიან თავმოყრილები...

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი